LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ბატიაშვილი: “დღეს, ხარკოვში, მორიგი რუსული დაბომბვის შედეგად, გალია დაზიანდა და მაიმუნი ქალაქში გამოვიდა, მან ყოველგვარი აურზაურის გარეშე, იქვე მოედანზე, მშვიდი საუბარი გააბა ადგილობრივ მაცხოვრებელთან”

145
ჰ666

ექსპერტი ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში ქალაქ ხარკოვში მომხდარი უცნაური ფაქტის შესახებ წერს.

როგორც ბატიაშვილი აღნიშნავს, დაბომბვის შედეგად, ქალაქში გალია დაზიანდა და მაიმუნი გალიიდან გამოვიდა.

როგორც ჩანს, მაიმუნი გარემოს მარტივად შეეგუა და ადამიანებთან კომუნიკაციაშიც ადვილად შევიდა.

“ხარკოვში ვინც ყოფილა, იცის, რომ ზოოპარკი ქალაქის ცენტრშია.

ხო და, დღეს მორიგი რუსული დაბომბვის შედეგად, გალია დაზიანდა და მაიმუნი ქალაქში გამოვიდა.

არავინ იცის, რა ჰქონდა მას გუნებაში. მაგრამ ჩანს, რომ ყოველგვარი აურზაურის გარეშე იქვე მოედანზე მშვიდი საუბარი გააბა ადგილობრივ მაცხოვრებელთან.

ყველა ომი სავსეა როგორც სისასტიკეებით, ისე – საინტერესო და უცნაური მომენტებით,” – წერს ზურა ბატიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g