LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა დოიჯაშვილის მეუღლე გააკეთებს ფონდს, რომელიც იმავე დაავადების მქონე ადამიანებს დაეხმარება

157
zura doija

ზურა დოიჯაშვილის მეუღლე, ქეთი ვადაჭკორია ჟურნალ „სარკესთან“ გეგმების შესახებ საუბრობს. ის საქართველოში აპირებს დარჩენას და ფონდის გაკეთებას.

ქეთი ვადაჭკორია:

„მინდა, ფონდი გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, ვინც იმავე დიაგნოზით არიან დაავადებულნი, რითაც ზურა იყო. საქართველოშიც არიან ამ დიაგნოზის ადამიანები. მინდა, რითაც შევძლებ, დავეხმარო, თუნდაც ფსიქოლოგიურად. რადგან მე ეს ყველაფერი გავიარე და ვიცი ყველა ნაბიჯი…“

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებით ისრაელში გარდაიცვალა, სადაც ამიოტროფული სკლეროზის დიაგნოზით მკურნალობდა. ზურა დოიჯაშვილი 11 თვე იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები