LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ჯაფარიძე: დიპლომატებთან შეხვედრაზე ჩვენგან იყო შეთავაზებული პერსონალური სანქციები, როგორც ერთ-ერთი გზა ამ ხელისუფლებაზე ზეწოლის

94
ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დიპლომატებთან შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ გზად პერსონალური სანქციები იყო შეთავაზებული.

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, საუბარი შეეხო ყველა საკითხს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

ზურა ჯაფარიძე: ახლა ყველაზე მთავარი, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააკეთონ, სიმართლის საუბარია, პირდაპირ, დიპლომატიური შელამაზების გარეშე

„ჩვენ ვესაუბრეთ ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში, იქნება ეს არჩევნები თუ სასამართლო სისტემა, თავადაც ეს საკითხები აინტერესებდათ. საუბარი იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე. ბევრ რამეზე იყო საუბარი, ყველაფრის საქმის კურსში არიან.

მე ვუთხარი ჩემი აზრით, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და რა ნაბიჯები შეიძლება იყოს მათი მხრიდან გადადგმული. ჩვენი გასაკეთებელი რომ არის მთავარი საქმე, ეგ გასაგებია. ეს არის ერთი ის, რომ საჯაროდ უფრო გასაგებად ისაუბრონ სიმართლე, თუ რა ხდება ქვეყანაში და იმაზე, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყანა გადაიყვანა ევროატლანტიკური გზიდან. ეს არის ერთი გზა ზეწოლა, რაც შეიძლება იყოს, მეორე, ეს არის სანქციები, ამაზე იყო საუბარი და დისკუსია.

მადლობა გადაგვიხადეს იმაზე, რომ ჩავაყენეთ საქმის კურსში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმისათვის, რომ კონკრეტული რჩევები მივეცით რა ნაბიჯები შეიძლება, რომ გადმოიდგას მათი, როგორც ამ ქვეყნის მეგობრის მხრიდან,“- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება დიპლომატების პოზიციასა და შეფასებებს, როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა თქვა, მათ აღნიშნეს, რომ რთულ პოზიციაში არიან, სჭირდებათ დაბალანსება გზავნილების ერთი მხრივ, რომ არიან ამ ქვეყნის მეგობრები და არ შეიძლება ისეთ რამე თქვან, რამაც შეიძლება, ქვეყანა დააზიანოს.

“რას ელოდებით? რატომ არ გამოდიხართ გარეთ?…ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი თავი გაქვთ, ან გაანძრევთ ამათ და შეცვლით რეალობას ან დარჩებით ივანიშვილის მონებად” – ზურა ჯაფარიძე

„მეორე მხრივ, აქცენტის გაკეთება უწევთ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში არის დემოკრატიის მხრივ. ჩვენგან იყო შეთავაზებული პერსონალური სანქციები, როგორც ერთ-ერთი გზა ამ ხელისუფლებაზე ზეწოლის. ისინი პირობას ვერ დაგვიდებენ, რომ სანქციებს მივიღებთო, მაგრამ როგორც ერთ-ერთ გზა ზეწოლის ჩვენგან იყო შეთავაზებული“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პოპულალურები