LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: „ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, გააფუჭა კონცერტების ხარისხი და გააზარმაცა მსმენელი…“

993
zuraxachidze20101-2020-10-01-13-06-28-592836

ფორტუნას „დილის სტუმარია“ ზურა ხაჩიძე, რომელმაც ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაზე ისაუბრა და ფავორიტი ბოიბენდი და საყვარელი სიმღერაც დაასახელა.

ზურა, როგორ ფიქრობ, გარდა პანდემიის მიზეზისა, ბოლო წლებში მასშტაბური კონცერტები რის გამო აღარ იყო აქტუალური?

ეს პრობლემა კომპლექსურია და მისი ახსნა ბევრი რამით შეიძლება, ადრე მუსიკის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო, ახალგაზრდები მიდიოდნენ კონცერტებზე, რომლებიც ანშლაგებით მიმდინარეობდა. ყველა კონცერტზე დასასწრებად უნდა გადაგეხადა. ბილეთი იყიდებოდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალი იყო. შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, რაც გამოიწვია ღია ცის ქვეშ უფასო კონცერტებმა, ასევე პოლიტიკური პარტიები უკვეთავდნენ კონცერტებს. ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, გააფუჭა კონცერტების ხარისხი და გააზარმაცა მსმენელი.

თინეიჯერობისას რომელ ბენდებს უსმენდი, ვისთან ოცნებობდი დუეტის ჩაწერაზე?

პირდაპირ გეტყვით, ჩემი ინსპირაციის წყარო იყო Boyz II Men, ამერიკაში პირველი ბოიბენდი, რომელმაც ელვის პრესლის რეკორდი მოხნა. დღეს ჩემი ფავორიტი ბენდი მისგან რადიკალურად განსხვავებულია, ეს არის Coldplay, ჩემთვის ძალიან აქტუალური ჯგუფი, მათი Sunrise ნამდვილად გამორჩეული ნამუშევარია.

დაბოლოს, რომელია ის სიმღერა, რომელიც გიყვარდა ბავშვობაში და გიყვარს ახლაც?

ეს არის ჯორჯ მაიკლის Fastlove, ის ჩემს ფლეილისტში მუდამ არის, არასდროს მბეზრდება. ასევე მიყვარს Boyz II Men-ის End Of The Road.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები