LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჩხაიძე: „მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკაში მონიტორინგის პროცესი უგრძელდება“

118
მზია ამაღლობელი

კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, დაკავებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ვიცით, რომ მზია ამაღლობელი რატომღაც არ აუწონიათ, თითქოს ამ კონტროლს არ გადის – ყოველდღიური მონაცემი მის წონასთან დაკავშირებით არ გვინახავს დოკუმენტებში” – მზია ამაღლობელის ადვოკატი

როგორც ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე 34-ე დღეა შიმშილობს, კლინიკაში მონიტორინგის პროცესი უგრძელდება:

„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურია. კლინიკაში უგრძელდება მონიტორინგის პროცესი“, – განუცხადა ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისათვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, დაკავებული მზია ამაღლობელი, პროტესტის ნიშნად უკვე 34-ე დღეა შიმშილობს.

მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივა მედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g