მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა
„ამ დღეებში, ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა, სინდისის პატიმრებს მადლობა სოლიდარობისთვის, ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა“ – აღნიშნულია მზია ამაღლობელის წერილში.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ექიმები ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით ხელმძღვანელობენ.
„დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს“,- აღნიშნა ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.