LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჟვანიას მოედანზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

172
103635496 (1)

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 6 აპრილის 00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 6-7 აპრილს მოძრაობა 00:00-დან 06:00 საათამდე აიკრძალება, ხოლო 8 აპრილს ტრანსპორტის გადაადგილება 00:00-დან 10 აპრილის 07:00 საათამდე შეიზღუდება.

„აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები ვეფხი და მოყმის ძეგლიდან იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით ვეღარ იმოძრავებენ; მარშალ გელოვანის გამზირისა და აკაკი ბაქრაძის ქუჩიდან მძღოლები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ გადაადგილდებიან, ხოლო ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობას ლევან გოთუასა და ჟიული შარტავას ქუჩების გავლით შეძლებენ.

რაც შეეხება პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნისკენ მიმავალ ტრანსპორტს, მოძრობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ, იური გაგარინის ქუჩის მიმართულებით.

შეზღუდვის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარშალ გელოვანის გამზირიდან სააკაძის მოედნამდე ლევან გოთუას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g