საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ზურაბ ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მათიკაშვილი ადასტურებს ფაქტს, რომ მან ელექტრონულ მეილზე გაურკვეველი შინაარსის წერილი მიიღო, თუმცა აცხადებს, რომ ის პოლიციასთან ერთად გახსნა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ვიდეოს პერსონაჟი პარლამენტარი არ ყოფილა.
მათიკაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ პროვოკაციული ქმედების მიზანი მისთვის გასაგებია, თუმცა ჯაფარიძეს მიმართავს რომ ეს პოზიცია ისე დააფიქსიროს, რომ საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოს.
შეგახსენებთ, „გირჩის“ დამფუძნებელმა ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მიერ გაგზავნილი პორნო ფაილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა, ბმულიდან ჩამოწერა.
ამის დასამტკიცებლად ჯაფარიძე, მეილზე მისულ wetransfer-ის წერილის სქრინსაც პოსტავს.
ჯაფარიძე ასევე აღნიშნავს, რომ ფაილის შინაარსი სათაურიდანვე -„პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი“ ცნობილი იყო.
„ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს “ხუმრობა” გამოუვიდა? არ ვიცი, თქვენ განსაჯეთ, მაგრამ მისი პროვოკაცია რომ ვერ შედგა, ეგ ზუსტად ვიცი.
26 თებერვალს საღამოს, ჩემს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე მართლაც მივიღე გაუგებარი შინაარსის მეილი ჩემთვის უცნობი ადრესატიდან, ვიდეო, რომელიც იყო მიბმული ამ მეილზე არ გავხსენი ერთი უბრალო მიზეზის გამო: მისი სათაური იყო “პარლამენტარის ჯგუფური სექსი”)). დაუყოვნებლივ მივმართე პოლიციას და იმავე ღამეს ანუ 27 თებერვლის დილას, ჩემს მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების შემდეგ, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილზევე (პარლამენტში) პროცესუალური მოქმედების ფარგლებში გაიხსნა ეს ვიდეო და პოლიციელები დარწმუნდნენ რომ ვიდეოს პერსონაჟი – პარლამენტარი, სულაც არ ყოფილა საქართველოს პარლამენტის წევრი) ანუ ვიდეო არ შეიცავდა პირადი ხასიათის ინფორმაციას. მიუხედავად ამისა საპროცესო მოქმედება გაგრძელდა დღეს დილით ანუ ჩემს მიერ განცხადების დაწერიდან მეორე დღეს ჩემი ზეპირი გამოკითხვით, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი.
ეს ხუმრობა არ არის ბატონო ზურაბ, ეს არის ჩვეულობრივი პროვოკაცია!!! და თუ თქვენ მართლა გსურდათ გაგეგოთ ამ მეილის გაგზავნის შედეგები, პარლამენტის შენობასთან ვიდეოს ჩაწერის და დეზინფორმაციის შემცველი პოსტების დადების ნაცვლად, რაც შეურაცმყოფელია მინიმუმ, ჯერ პოლიციისთვის მიგემართათ და გაგეგოთ ვინმემ განცხადებით იმავე ან მომდევნო დღეს ხომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებას. სერიოზულად მინდა გკითხოთ, პარლამენტის შენობასთან რომ მობრძანდით, რას ელოდებოდით პოლიციის კორდონებს თუ ჰაერში გამოკიდებულ ვერტფრენებს?)))
ამ პროვოკაციული აქციის მიზანი ჩემთვის გასაგებია და შეიძლება იმაშიც დაგეთანხმოთ, რომ მიდგომები დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ უნდა იყოს დიფერენცირებული, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, თუმცა ეს პოზიცია ისე უნდა დააფიქსიროთ რომ საბოლოოდ ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ გამოგივიდეთ!!
ბატონო ზურაბ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ თქვენი პოსტი დეზინფორმაციული შინაარსისაა, ალბათ არ უნდა გაგიჭირდეთ ამაში დარწმუნება, რადგან დღესაც შეგიძლიათ
ამის დასამტკიცებლად ჯაფარიძე, მეილზე მოსულ wetransfer-ის წერილის სქრინსაც პოსტავს.
"დეპუტატმა ჩემ მიერ გაგზავნილი პორნოვიდეო გადმოქაჩა" - ჯაფარიძის პროვოკაციული ტესტი სახელად "პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი"
წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტოვებ უფლებას გამოვიყენო ყველა სამართლებრივი საშუალება ჩემი დარღვეული უფლების აღსადგენად.
იმედი მაქვს რომ სიმართლის დადგენის შემდეგ თქვენი ქცევაც ადექვატური იქნება!!!“ – წერს მათიკაშვილი.
