LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძეს კოვიდი დაუდასტურდა

214
Untitled design (1)

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც აქციაზე დაკავების შემდეგ, პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს, კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამავე ცნობით, პარტიის წევრს, ნიკა მოსიაშვილს, რომელიც ასევე დაკავებული იყო, ტვინის შერყევა აქვს და ჰოსპიტალიზებულია:

„ზურაბ ჯაფარიძეს კოვიდი დაუდასტურდა, ნიკა მოსიაშვილს კი ტვინის შერყევა აქვს და ჰოსპიტალიზებულია.

ადვოკატმა სასამართლო პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რადგან დასწრებას ვერც ერთი მათგანი ახერხებდა.

შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სასამართლო პროცესი გაიმართება 5 აპრილს 16:00 საათზე“, – აღნიშნულია ჯაფარიძის „ფეისბუკზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თავში ურტყეს „დუბინკები“, გაზიც შეასხეს სახეში, დიღმის იზოლატორში ჰყავთ, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სად მივდივართ საერთოდ?“ – ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე

ჩიხლაძე: ზურაბ ჯაფარიძეს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ

ზურაბ ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

magti 5g