პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტების მიმართ სამართალდამცველებისგან უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს
როგორც უწყებაში განმარტავენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს:
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის დროს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ჩიხლაძე: ზურაბ ჯაფარიძეს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ
პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს
იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“