LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტში ჰერმან საბო შეცვლის: „აღარ გიპასუხებთ ხოლმე და გავსუქდები“

131
ჰ

გირჩის წევრი ჰერმან საბო პარლამენტში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია„გირჩი„ ავრცელებს.

“როგორც იცით, 2020 წლის საპარლამენტო სიაში Hermann Szabó მეხუთე ნომერი იყო, შესაბამისად, ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ მის ადგილს ჰერმანი დაიკავებს. “შევდივარ, შევდივარ” – გვითხრა მან” , – წერია „გირჩის„ ფეისბუქპოსტში.

ხოლო თავად ჰერმან საბომ, პარტიის საკომუნიკაციო ჯგუფში”გირჩის ბაბლი” დაწერა:

„ვსო, ეხლა “ჰერმან საბო ოფიშალ”-ს გავიკეთებ ფეიჯს, პიემებზე აღარ გიპასუხებთ ხოლმე და გავსუქდები.
ბანების დარიგების ფუნქციას მაინც შევინარჩუნებ აქ, ტყუილად გაგიხარდათ კოჰაბიტაციაში მყოფებოო“.

16 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტში კენჭი უყარეს ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას, რომელსაც 79 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტმა მანდატი შეუჩერა, ასევე „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძესაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები