LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს საპარლამენტო მანდატები შეუწყვიტეს

62
ზურა გირჩი და ხაზარაძე

„გირჩი — მეტი თავისუფლებისა“ და „ლელოს“ ლიდერებს – ზურაბ ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს საპარლამენტო მანდატები შეუწყვიტეს. დადგენილების პროექტს ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე რამდენიმე წუთის წინ უყარეს კენჭი.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება. „პოლიტიკური შეხედულებების გამო“ სესიას ბოიკოტი გამოუცხადეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ.

ზურაბ ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არც ერთი მათგანი ყოფილა.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა ასევე 79-მა დეპუტატმა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, პარლამენტის დატოვება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გადაწყვიტეს. მათ ამ ფორმით ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგების გაყალბება გააპროტესტეს.

გურამ მაჭარაშვილი: ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში არავის უნახავს, მამუკა ხაზარაძემ კი თავად თქვა, რომ პარლამენტში საკუთარი თავი ვერ დაინახა

magti 5g