“ზურაბ ჯაფარიძე ფიზიკურად თითქმის არავის უნახავს არც კომიტეტზე, არც პლენარულ სხდომაზე. რა შეეხება მამუკა ხაზარაძეს, ის თუ პლენარულ სხდომაზე მოდიოდა, ინიციატივა არ ჰქონია, ერთადერთ საგამოძიებო კომისიების შექმნის ინიცირებით იყო ხოლმე დაკავებული – კანონშემოქმედებით საქმიანობაში დანაკლისი არ იქნება,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძისათვის დეპუტატის უფლებამისულების შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, თუ პარლამენტში თავს ვერ ხედავ, შენი თავი არ უნდა შესთავაზო საზოგადოებას.
“მგონი, დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს სწავლება, რომ როდესაც ხალხმა მთავარ პოლიტიკურ ორგანოში აგირჩია, მინიმუმ მათი ხმა უნდა გააჟღერო. ეს არის დეპუტატის ვალდებულება. მაგრამ, სამწუხაროდ, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში არავის უნახავს, არც სხდომებზე, არც კომიტეტში. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, რომ პარლამენტარობა აღარ უნდა და ეს მისი უფლებაა. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მან თავად თქვა, რომ სამწუხაროდ, პარლამენტში საკუთარი თავი ვერ დაინახა, ესეც მისი პოლიტიკური შეცდომაა. თუ პარლამენტში თავს ვერ ხედავ, შენი თავი არ უნდა შესთავაზო საზოგადოებას. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს მათი გადასაწყვეტია და როგორც ყოველთვის, ეს ყველაფერი აისახება ხოლმე არჩევნების შედეგებზე”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს