მიმდინარე წლის 17 ივნისს, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმისთვის დაკავებული პირი, სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება თავად ზურაბ ჯაფარიძეც:
„გორში რომ ჩამარტყა, ის კაცი გაუშვიათ გირაოთი. ან აქამდე რას აწვალეს“, – წერს ჯაფარიძე.
გორში რომ ჩამარტყა, ის კაცი გაუშვიათ გირაოთი
ან აქამდე რას აწვალეს
Posted by Zurab Girchi Japaridze on ორშაბათი, 24 ივლისი, 2023
ცნობისათვის, შემთხვევა გორში იმ დროს მოხდა, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში „გირჩი-მეტი თავისუფლების მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიდიოდა. როგორც პარტიაში განაცხადეს, ავტომობილში მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და თვალის არეში დაზიანება მიაყენა.
მოგვიანებით, გორში მცხოვრებმა სოსო მაისურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა. სამართალდამცველებმა სოსო მაისურაძე იმავე დღეს დააკავეს.