LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი – 40%, ვაშაძე – 40%, – რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი

113

დღის ოთხი საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ.

დეტალურად შედეგები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე – 40%

სალომე ზურაბიშვილი – 40%

დავით ბაქრაძე – 10%

შალვა ნათელაშვილი – 3%

დავით უსუფაშვილი – 2%

ზურაბ ჯაფარიძე – 2%

რუსთავი 2-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა კვლევითმა ორგანზიაცია “ედისონ რისერჩმა” ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 115 საარჩევნო უბანზე და დათვლილია 10 ათასზე მეტი ბიულეტენი.როგორც “ედისონ” რისერჩი აცხადებს, ცდომილების ზღვარია 3%.

ცნობისთვის, სწორედ აღნიშნულ კომპანიას დაუკვეთა რუსთავი 2-მა ეგზიტპოლის ჩატარება 2010, 2012 და 2017 წლების არჩევნებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g