LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Edison Research: დღეს რომ არჩევნები იყოს, კალაძეს – 43%, მელიას – 30%, გახარიას – 12% მისცემდა ხმას

116
BeFunky-collage

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ კახა კალაძეს, 30% ნიკა მელიას ასახელებს, ხოლო 12% გიორგი გახარია.

დანარჩენი შედეგები ასე გადანაწილდა: ანა დოლიძე — 6%; ანა ბიბილაშვილი — 3%; სხვა — 6%.

Edison Research-მა კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა. ფორმულას ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 500  18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები