LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: პუტინის ამ თავხედობის პასუხად, დასავლეთის მხრიდან ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი უკრაინისა და საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით მიღება იქნებოდა

120
დავით ზურაბიშვილი

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების ფონზე, პოლიტიკოსი, “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საუბრობს.

ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ალიანსში ამ ორი ქვეყნის დაჩქარებული წესით გაწევრიანება, დასავლეთის მხრიდან ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი იქნება:

“ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი დასავლეთის მხრიდან, პუტინის ამ თავხედობის პასუხად, იქნებოდა უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღება, თან ფორსირებულად და დაჩქარებული წესით.

ისე, მაგარი სეირი კი იქნებოდა ირაკლი ღარიბაშვილი რომ შევიდოდა ისტორიაში იმ პრემიერად, რომლის დროსაც საქართველო ნატოში მიიღეს, მაგრამ ჯანდაბას, თანახმა ვარ ისტორიის ამგვარ ხუმრობაზე”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. “დამოუკიდებლობა” აღიარა.

“სანქციები ახლავე” – ანდერს ფოგ რასმუსენი

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონებისთვის სანქციების დაწესების შესახებ

ბაიდენი, შოლცი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება უპასუხოდ არ ჩაივლის.

პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონნატო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g