LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი: როცა პრეზიდენტი უცხოელ სტუმრებს მიიღებს, ჭამა-სმით აღარ უნდა გავაკვირვოთ

79

“ჩვენი კულტურა ბევრად მეტია და ვაპირებ,როცა პრეზიდენტი უცხოელ სტუმრებს მიიღებს, ჭამა-სმით აღარ უნდა გავაკვირვოთ, წავიყვანოთ იქ, სადაც საქართველოს კულტურაა სანახავი,-ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა  კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. დიდ ჯიხაიშში, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას, სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კულტურასა და მის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი კულტურის დესპანი უნდა იყოს.

„ტერიტორია და ენა მთავარია, მაგრამ კულტურა არის ის, რაც სახელმწიფოს გვაძლევს. ეს არის სახე, რაც გარეთ უნდა გავიტანოთ და ჩვენს პარტნიორებს გავაცნოთ. ფრანკფურტის გამოფენაში ჩართული არ ვიყავი, მაგრამ პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, სხვანაირად ვიმოქმედებდი და ეფექტურად იქნებოდა წარმოდგენილი არა მხოლოდ ქართული კულტურის ერთი ნაწილი, არამედ ყველაფერი , რასაც ჯერჯერობით სრულყოფილად ვერ ვაჩვენებთ. საქართველოზე რაღაც წარმოდგენა აქვთ, ჭამა-სმა, ტაშ-ფანდური, შეიძლება წიგნები და ა.შ. ჩვენი კულტურა ბევრად მეტია და ვაპირებ, როცა პრეზიდენტი თავის უცხოელ სტუმრებს მიიღებს, ჭამა-სმით აღარ  გავაკვირვოთ, წავიყვანოთ იქ, სადაც საქართველოს კულტურაა სანახავი და კარგად გავაგებინოთ, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და სრული უფლება  გვაქვს, ვიყოთ ევროპის სრულყოფილი წევრი. ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რასაც კულტურის გარეშე ვერ მივაღწევთ, ეს ყველას გასაკეთებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

mazda magti 5g