LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი ვერასდროს ვერ იქნება შერიგებაზე, დიალოგზე და გამთლიანებაზე ორიენტირებული პრეზიდენტი – დავით ბაქრაძე

81

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბოლომდე გამოიწვიოს ხალხი და პრეზიდენტობის კანდიდატად წარუდგინოს ადამიანი, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის მიუღებელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ სპორტის სასახლეში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს, ჩვენი საზოგადოება დადგა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, გამოწვევის, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბოლომდე გამოსცადოს საზოგადოება, ბოლომდე გამოიწვიოს ხალხი და პრეზიდენტობის კანდიდატად წარუდგინოს ადამიანი, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის მიუღებელი; მიუღებელი არის მისი პოზიციისა და განცხადებების გამო, რომელიც პირდაპირ აზიანებს საქართველოს უსაფრთხოებასა და ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს; მიუღებელია მისი განცხადებების გამო, რომელიც ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს ერთმანეთთან პირდაპირ აპირისპირებს; მიუღებელია მისი შეხედულებების გამო, რომლის შედეგადაც ის ვერასდროს ვერ იქნება შერიგებაზე, დიალოგზე და გამთლიანებაზე ორიენტირებული პრეზიდენტი.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ცუდთან შედარებით უკეთესი ალტერნატივაა“.

„ამ ხელისუფლებამაც და მომავალმა ხელისუფლებამაც უნდა ისწავლოს გაკვეთილი – საქართველოში ძალა ეკუთვნის ხალხს, ძალა არის ხალხში და ხალხი აჩვენებს ამ ძალას 28 ოქტომბერს. მაგრამ დავაკვირდეთ იმასაც, თუ რა არის ხელისუფლების ძირითადი არგუმენტი, რითიც ის ცდილობს, ჩვენი საზოგადოების დაშინებასა და დარწმუნებას, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ცუდთან შედარებით უკეთესი ალტერნატივაა. დიახ, ხელისუფლება დღეს ცდილობს, გვაჩვენოს, რომ ქართველებს არ გვაქვს კარგი არჩევანი, რომ ქართველებს არ გვაქვს მომავალზე ორიენტირებული არჩევანი და ჩვენი არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის“, -განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მისი გუნდის ამოცანაა: „არეულობა დავამარცხოთ სიმშვიდით, ჭაობი დავამარცხოთ განვითარებით, შიში დავამარცხოთ ერთიანობით, უნიათობა დავამარცხოთ საქმით და „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ „ევროპული საქართველოთი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები