LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთს ელოდება, ჩვენ კი მისგან და პარლამენტისგან ბოდიშს ველოდებით – რუსი დეპუტატი

284
BeFunky-collage (4)

საქართველოს პრეზიდენტს  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოუსმინეს. სალომე ზურაბიშვილის 50 წუთიანი გამოსვლა ძირითადად სასამართლო სისტემაზე, მედია-გარემოზე, ოკუპაციასა და მოახლოებულ არჩევნებზე საუბარს დაეთმო.

2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესასრულებლად სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება სთხოვა. ევროპარლამენტარებს ასევე მოუწოდა, აიძულონ რუსეთი, რათა ფედერაციამ 2006 წელს დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია დროულად გადაუხადოს.

ზურაბიშვილმა PACE-ში ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ზურაბიშვილმა ასამბლეის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა. მათ შორის რუსეთის დელეგაციის წევრის, ლეონიდ კალაშნიკოვს კითხვას, რომელიც თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალს ეხებოდა.

გაირკვა, რომ “ქართული ოცნება” აპირებს რუსეთის დელეგაციას ლავროვის ხელმძღვანელობით უმასპინძლოს. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამით საქართველო ევროკავშირის პრინციპებს სცემს პატივს. ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა.

“საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ველოდებით რუსეთს. ჩვენ პრეზიდენტისგან და პარლამენტისგან ველოდებით ბოდიშს იმ ინციდენტისთვის, რომელიც ჩვენს კოლეგა გავრილოვს შეემთხვა. ამის შემდეგს განვიხილავთ ამ საკითხს”, – განაცხადა ფორმულასთან რუსმა დეპუტატმა, პეტრე ტოლსტოიმ.

პრიორიტეტები, დემოკრატია, მთავარი გამოწვევები… საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

mazda magti 5g