LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზურაბიშვილს მოუწევს „სირცხვილის“ კორიდორში“ გავლა“ – “ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის სასახლის პიკეტირებას გეგმავს

183
49790990-3820148188002663-7985905239192502272-o

“ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის სასახლის პიკეტირებას გეგმავს. ამ ფორმით პარტია სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალების გადაწყვეტილებას გააპროტესტებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის თქმით, პრეზიდენტმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ვის აქვს შესაძლებლობა ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების დროს მასზე ზემოქმედება მოახდინოს, მაშინ როცა აშკარა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება დამაზიანებელი იქნებოდა პრეზიდენტისთვის.

“გვაინტერებეს, ვინ არიან ის ადამიანები და ის ჯგუფები, რომლებსაც მსგავსი ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ პრეზიდენტზე – ივანიშვილი? „ქართული ოცნების“ გავლენიანი პირები? თუ ვიღაც სანაცნობო ჯგუფები, რომლებიც შესაძლოა საკუთარი კორუფიული ინტერესით მოქმედებდნენ პრეზიდენტთან სიახლოვის გამო? როგორც არ უნდა იმართლოს თავი პრეზიდენტმა, რომ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, ამ პირად გადაწყვეტილებაზე პირადად უნდა აგოს პასუხი სულ მცირე, მორალურად მაინც. სწორედ ამიტომ იქნება ასეთი უკიდურესი ფორმით გამოხატული ჩვენი პროტესტი, რასაც პრეზიდენტის სასახლის პიკეტირებით გამოვხატავთ. ეს იქნება კანონით დაშვებული პიკეტირება. ფაქტობრივად, ბლოკირებული იქნება ორივე შესასვლელი და როდესაც პრეზიდენტი სასხლეში შევა, მას მოუწევს „სირცხვილის“ კორიდორში“ გავლა. ისევე როგორც სამშაბათს, პარლამენტის წევრებს, გავრილოვის ღამის მონაწილეებს მოუწევთ „სირცვილის კორიდორში“ გავლა, რასაც ახალგაზრდები გეგმავენ. ჩვენ ველოდებით პასუხს პრეზიდენტისაგან რატომ ჩაიდინა ეს ქმედება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ„ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორისაა რამაზ დევაძე, რომელიც პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

magti 5g