LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუროსი ბიჭებით კმაყოფილია: ნაკრები ფიზმომზადებიდან ტაქტიკაზე გადადის (ვიდეო)

17

სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა დღის პირველი ვარჯიში მთლიანად ფიზმომზადებას დაუთმო. ნაკრების წევრებს ვარჯიში ფიზმომზადების მწვრთნელმა – ბერძენმა სპეციალისტმა, გიორგის ვავეცისმა ჩაუტარა. მოთამაშეებს ძირითადად სირბილის ნორმატივების ჩაბარება მოუხდათ. ფიზიკურად დატვირთული ვარჯიში ყოველი შეკრების წინ ტარდება, რის შემდეგაც იწყება მუშაობა ტაქტიკაზე და სათამაშო კომბინაციებზე. საქართველოს ნაკრები სწორედ ტაქტიკურ ვარჯიშებზე გადავა.

სრული სატვირთვის ვერ ვარჯიშობს ბექა ბურჯანაძე, რომელსაც ტრავმისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი უდგას. ხოლო თორნიკე შენგელია სრული დატვირთვით ვარჯიშს 2 დღეში შეუდგება.

ნაკრებშს 24 ივლისს 20-წლამდელთა ნაკრები წევრი გოგა ბითაძე შეუერთდება, ხოლო გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია შეკრებაში აგვისტოს დასაწყისში, ნაკრების თბილისში დაბრუნების შემდეგ ჩაერთვება.

ნაკრების მთავარმა მწრვთნელმა ილიას ზუროსმა ბიჭების მონდომებით კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გუნდი ჯერ საწყის ეტაპზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები