ლიტერატურათმცოდნისა და მწერლის მალხაზ ხარბედიას გარდაცვალებას დათო გორგილაძე ეხმაურება.
ამის შესახებ დათო სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.
გარდაიცვალა მწერალი მალხაზ ხარბედია
„ზუსტად ერთი წლის წინ, 2024-ის 2 ივნისს ვისხედით ასე.
ამ საქმეში რთულად თუ დაუდგებოდა ვინმე, მაგრამ მაინც მორიდებით ლაპარაკობდა მისთვის ორ ყველაზე საყვარელ რამეზე – ლიტერატურასა და ღვინოზე.
ხანდახან წინადადებებს შორის პაუზას იღებდა და იღიმოდა. თითქოს თავში გაელვებულ აზრზე ეღიმებოდა.
არაფერი ეტყობოდა, რომ მის შორიახლოს სიკვდილი იყო. ის, რასაც ღრმად და ინტერესით იკვლევდა ლიტერატურაში.
მშვიდად განისვენე მახო.
ქართული ლიტერატურა ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. როგორადაც შენი მისდამი სიყვარულითა და ვნებით აქცევდი. შეიძლება აღარც ღვინოს ჰქონდეს უწინდელი გემო,“ – წერს დათო გორგილაძე.