LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ციკოლია: „ხელისუფლებისთვის ჩემი სათქმელი არაა მხოლოდ, ყველას სათქმელია და ვისაც გინდა ეწყინოს  – შარვალი როცა გაცვია, ცხოვრებაში სხვა პასუხისმგებლობა გაქვს…“

159
cikolia

ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჩაერთო და რუსეთ-უკრაინის ომზე, ასევე საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა:

„ორ ნაწილად ვარ გახლეჩილი, პირდაპირ გეტყვით – ყოველ წამს ვუყურებ, რა ხდება უკრაინაში და ასევე იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ძალიან მწყდება გული. არ მინდა, რომ ვიღაცამ იფიქროს, თითქოს ვსპეკულირებ, მაგრამ ამ ხალხს ანწუხელიძის კადრები აჩვენეთ და ამის მერე ჰკითხეთ, როგორ დგებიან რუსის გვერდით, პუტინის გვერდით? ადამიანი არის დედამიწის ყველაზე დიდი ტერორისტი. არაკაცი და არაადამიანი. უხამსი სიტყვებით თუ ვინმე შეიძლება შეამკო, ის არის. რომელი ხელისუფლების წარმომადგენლის ინტერესშია ეს, არ ვიცი, რა რძის კომბინატი აქვთ, რომ იქ აგზავნიან… არ მესმის, მართლა გეუბნებით. ჩვენი ბიჭები 2008-ში ასეთი თავგანწირვით იბრძოდნენ და მიწაში წვანან, შეიძლება, მათი სახელი წაბილწო? ჩვენი კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ და ამ ყველაფერს ხელს აწერ ასე მარტივად. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება.

ვიცნობ ბევრ პოლიციელს, პატივს ვცემ და ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელსაც. ასე ხომ არ შეიძლება, ხალხო?! როგორ შეიძლება, ადგე და კაცობა და ღირსება გადადო ფულის გულისთვის?!

ხელისუფლებისთვის ჩემი სათქმელი არაა მხოლოდ, ყველას სათქმელია და ვისაც გინდა ეწყინოს  – შარვალი როცა გაცვია, ცხოვრებაში სხვა პასუხისმგებლობა გაქვს. სქესი რომ გიწერია მამრობითი, ღირსება უნდა შეინარჩუნო. მით უმეტეს, როცა საკითხი დგება, სატანის გვერდზე უნდა იყო თუ არა. საერთოდ არ მაინტერესებს, ეს რომელი ხელისუფლების წევრია,  ან საერთოდ ხელისუფალია თუ რიგითი ადამიანი, პურის მცხობელი. ყველამ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება. ეს არის ჩვენი ერის ვალი. აგერ მაგარი მაგალითი გვაქვს, ქალი, კაცი, ბავშვი, ძაღლი და კატა, უკრაინაში ყველა იბრძვის… მით უმეტეს, მეტ-ნაკლებად მშვიდობიან გარემოში ვართ, ბომბები არ გვაცვივა და რატომ არ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება, არ მესმის!..“

დათო გორგილაძე: „მხოლოდ ამ ბავშვის ცრემლების გამო ვუსურვებ ვლადიმერ ვლადიმერის ძეს ნელ და სინანულით სავსე სიკვდილს…“

ეკატერინე ტოგონიძე: „ვიცით, რომ სხვადასხვა დოზით დავისჯებით სიმართლისთვის, მაგრამ გაცილებით მწარედ და დამღუპველად დავისჯებით ბოროტების მხარეს დგომით…“

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

mazda magti 5g