„მზია ამაღლობელი ამბობს, რომ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მზად არის მოკვდეს. 16 დღე შიმშილობა იმდენად საშიშია ორგანიზმისთვის, რომ თუ ადამიანს რკინის ჯანმრთელობა არ აქვს, შეიძლება ისეთი პროცესები დაიწყოს, სრულიად მოულოდნელად, რომ შემდეგ ამას ვერავინ შეაჩერებს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა. ძიძიგურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია დააშინოს ყველა, რადგან მისი თქმით, მათ სხვა სტრატეგია არ აქვთ:
საია: „უკანონო პატიმრობაში მზია ამაღლობელი მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს… მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“
ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოციალურ ქსელში წერს.
„პირველ რიგში, მინდა გამოვუცხადო მხარდაჭერა მზია ამაღლობელს. ჩემი პატივისცემა დავუდასტურო, ძალიან ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ყოფილა და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, მისი ასეთი ბრძოლისუნარიანობით. მზია ამაღლობელს, რაც სასჯელი აქვს შეფარდებული, ასეთი განუკითხაობა, უსინდისობა, ძალიან ძნელად გაგახსენდება საქართველოს უახლოეს ისტორიიდან.მზია ამაღლობელი ამბობს, რომ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მზად არის მოკვდეს.
16 დღე შიმშილობა იმდენად საშიშია ორგანიზმისთვის, რომ თუ ადამიანს რკინის ჯანმრთელობა არ აქვს, შეიძლება ისეთი პროცესები დაიწყოს, სრულიად მოულოდნელად, რომ შემდეგ ამას ვერავინ შეაჩერებს. ხელისუფლების მიზანია დააშინოს ყველა – ჟურნალისტები, მომიტინგეები… მას სხვა ტაქტიკა, სტრატეგია არ აქვთ და ფიქრობს, რომ „ამათ ხერხემალში გადავტეხავ“. ეს ამ სტრატეგიის ნაწილია, რასაც ვხედავთ მზია ამაღლობელის მიმართებით.
„ალბათ ყველაზე კარგად ვიცი რა საგანგაშოა 15 დღე წყალზე ყოფნა, შეუქცევადი პროცესები დაიწყება მალე! ამიტომ, ექიმებო, ყველამ ავტეხოთ განგაში მერე გვიანი არ იყოს“ – ხოშტარია ამაღლობელზე
„ალბათ ყველაზე კარგად ვიცი რა საგანგაშოა 15 დღე წყალზე ყოფნა, შეუქცევადი პროცესები დაიწყება მალე! ამიტომ, ექიმებო, ყველამ ავტეხოთ განგაში მერე გვიანი არ იყოს“ – ხოშტარია ამაღლობელზე
ყველაფერი ყალბია, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. რამდენიმე კვირის წინ, „ხალხის ძალა“ „ოპოზიციაში“ გადავიდა და მათ „დაითრიეს“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი და ყასიდად მაინც თქვით [რამე] მზია ამაღლობელზე, ხომ ხართ „ოპოზიციონერები“? მიხეილ ყაველაშვილი საკუთარ თავს პრეზიდენტს რომ ეძახის და ამბობს, რომ ქვეყანას გაერთიანებს, ჟურნალისტი ტყუილად ციხეში ზის და თავს იკლავს, შიმშილობს, გამოდი და თქვი რაღაცა. ყაველაშვილს მივმართავ, ახლა ვინმემ არ თქვას, რომ „ყაველაშვილს ვინ ეკითხება“… გასაგებია, მაგრამ ყასიდად მაინც გააკეთე [განცხადება], ვითომ პრეზიდენტი ხარ ისე მოიქეცი ან ვითომ „ოპოზიცია“ ხარ, ისე მოიქეცი“, – აღნიშნა ძიძიგურმა.