LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ფხაკაძე – არავის ხელს არ ვაფარებთ, ამას გეუბნებით როგორც მოქალაქე, როგორც სამი შვილის მამა და როგორც პროკურორი

101

ცალსახად ვადასტურებ, რომ არც მიხეილ კალანდიასთვის და არც სხვა პირისთვის ხელის დაფარებას ადგილი არ ჰქონია – არავის ხელს არ ვაფარებთ, ამას გეუბნებით როგორც მოქალაქე, როგორც სამი შვილის მამა და როგორც პროკურორი, – აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებების შემდეგ გააკეთა.

როგორც ფხაკაძემ განაცხადა, მისთვის შეურაცხმყოფელია იმაზე საუბარი, ითქოს ვიღაცისთვის ხელის დაფარებას აქვს ადგილი, მით უფრო იმ საქმეზე, სადაც ორი დაღუპული არასრულწლოვანია.

“ჩვენ განცხადებებს მხოლოდ და მხოლოდ იმ მტიცებულებებზე დაყრდნობით ვაკეთებთ, რაც გამოძიების პროცესში მოვიპოვეთ და რაც სასამართლოზე გამოვიკვლიეთ. რამდენად გაიზიარა ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ, ეს შეფასების თემაა, ოღონდ ეს სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს“, – აღნიშნა ფხაკაძემ.

რაც შეეხება მის მიმართ გაგზავნილ წერილს, ფხაკაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან მუქარის შინაარსის სმს-შეტყობინება “ვაიბერის“ მეშვებით მიიღო. “თავად აფიქრისებს, რომ არის ზაზა სარალიძე. ეს უკვე ჩემი გადამოწმების თემა არ არის. შესაბამისი ორგანოები გადაამოწმებენ სათანადო ღონისძიებების გატარების გზით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ფხაკაძემ.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს ზვიად ფხაკაძე და მასთან ერთად, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი კახა სირაძე გამოკითხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები