მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ყოფილი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თელავის რაიონული სასამართლო 19 აგვისტოს იმსჯელებს.
სასამართლო პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული.
პროკურატურამ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი უკვე წარუდგინა. პროკურატურამ ბრალი ასევე წარუდგინა წინანდალში მომხდარი შემთხვევის დროს დაკავებულ კიდევ ერთ პირს.
ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი კახა ცნობილაძე აცხადებს, რომ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ.
რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათთან ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა ზურასგან ვიცით, რომ ისინიც არ იქნებიან წინააღმდეგი“, – აცხადებს კახა ცნობილაძე.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, გარდაცვლილია სამი ადამიანი, ორი კი დაიჭრა.
მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს