Georgian Airways-ის თბილისი-ბერლინი-თბილისის ავიარეისზე ბილეთების გაყიდვა 1 აპრილს, 10:00 საათიდან დაიწყება. გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 3 აპრილს ქართული ავიაკომპანია სპეცრეისს შეასრულებს. მსურველებს ბილეთების შეძენა Georgian Airways-ის ვებგვერდიდან შეეძლებათ და მისი ღირებულება, ყველა კლასზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მითითებით 199 ევრო იქნება.
ევროპიდან დადგენილ ფრენებს ბერლინიც დაემატა - ქართველები მოდიან
ფრენა განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით
ცნობისთვის, COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით გერმანიას და საქართველოს, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მსგავსად, უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული, შესაბამისად, ბერლინი-თბილისის ავიარეისზე ბილეთის შეძენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ხოლო თბილისი-ბერლინის ავიარეისზე კი მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებს.
საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.