LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის  „წინანდლის პრემიის“ ნომინანტების ვინაობა ცნობილია 

163

ზურაბ ჟვანიას სახელობის  “წინანდლის პრემიის” ჟიურიმ  (დარგობრივმა კომისიებმა) მეცნიერებისა და ხელოვნების რვა  დარგში გამოავლინა 2017 წლის „წინანდლის პრემიის“  3-3 ნომინანტი.

2017 წლის წინანდლის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარეობდა  2017 წლის  16 ოქტომბრიდან 17 ნოემბრამდე.  2017 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების  პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ  18-30 წლის ხალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში:  თეატრალური ხელოვნება,  კინოხელოვნება,  მხატვრული ლიტერატურა  (პროზა, პოეზია),  მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

გთავაზობთ  2017 წლის წინანდლის პრემიის  ნომინანტების  სიას:

თეატრალური ხელოვნება:  მარიამ გაგლოშვილი,  ქეთევან გიორგაძე,  გურამ მაცხონაშვილი.

 კინოხელოვნება:  გიგა ბაინდურაშვილი,  გიორგი თავართქილაძე,  ბაქარ ჩერქეზიშვილი.

მხატვრული ლიტერატურა (პროზა):  ზურა აბაშიძე,   მარი ბექაური,  ცოტნე ცხვედიანი.

 მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):  როინ აბუსელიძე,  ნინი ელიაშვილი,   გიორგი შონია.

 მუსიკა:  კახი სოლომნიშვილი,  ირმა გიგანი,   ალექსანდრე კორძაია (Kordz).

სახვითი ხელოვნება:  გიორგი ვარდიაშვილი,  ლუკა ცეცხლაძე,  გვანცა ჯიშკარიანი.

 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:   მანუჩარ გვარამია,  ეკა გურგენაშვილი, ომარ ჩალიგავა/ანა ქვლივიძე/ტოლხა შეთეკაური.

ჰუმანიტარული მეცნიერებები:  შოთა მათითაშვილი,  ნინო ტაბეშაძე,  ნათია ჯანგულაშვილი.

„2017 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატები  გამოვლინდებიან დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, რომელიც გაიმართება 11 დეკემბერს,  კონსერვატორიის დიდ  საკონცერტო დარბაზში.

წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა  და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით.  ასევე კომპანია „ბადაგონის “ და მისი  ახალგაზრდული  ბრენდ  “გაუ“-ს ინიციატივით  წინანდლის პრემიის ერთ-ერთ საუკეთესო ნომიმანტს  გადაეცემა   2000 ლარიანი ფულადი პრემია.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით და  ზურაბ ჟვანიას  სახელობის ფონდის მხარდაჭერით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები