LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის ყველაზე ცხელ ტურისტულ წერტილებს შორის პირველი საქართველოა

49

ამერიკული გამოცემა Vogue წერს 2017 წლის ყველაზე ცხელ ტურისტულ წერტილებზე, მათგან პირველი კი – საქართველოა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 2016 წლის განმავლობაში უამრავი ტურისტი სტუმრობდა რიოს, ოლიმპიური თამაშების გამო; კუბას – რადგან ეს უკვე შესაძლებელი გახდა. წელს კი, „ვოგის“ ვარაუდით, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება შორეული ქვეყნებით, რადგან, საქართველოს მსგავსად, ბევრი სხვა წერტილი უპრობლემოდ მისადგომი გახდა.

Vogue აღნიშნავს, რომ საქართველო (ქვეყანა და არა შტატი) ბოლო წლების განმავლობაში არაჩვეულებრივი ღვინის გამო ბევრმა გაიცნო, თუმცა ღვინო სტუმრობის მხოლოდ ერთი მიზეზია.

გამოცემის შეფასებით,  თბილისს ბრუკლინის იერი აქვს.

 „შეგიძლიათ, გაჩერდეთ არაჩვეულებრივი დიზაინით მოწყობილ „რუმზ ჰოტელში“ და აღმოაჩინოთ თბილისში შესანიშნავი მხატვრობა, მუსიკა, საჭმელი“.

„ვოგი“ თბილისის ღამის კლუბებზეც წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ღამის კლუბ „ბასიანში“ მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ელექტრონულ მუსიკას მოისმენთ. საბჭოთა სამკერვალო ქარხანაში გახსნილი „ფაბრიკა“ კი ადგილობრივ ურბანულ ხელოვანებს ანიჭებს უპირატესობას.

„რუმზ ჰოტელისა“ და „ყაზბეგის ვერტმფრენებს“ შორის დაწყებული თანამშრომლობის წყალობით თხილამურით სრიალისა და სნოუბორდის მოყვარულები მთის მთის კურორტებზე დასვენებასაც შეძლებენ,“ – აღნიშნულია სტატიაში.

საქართველოს გარდა „ვოგი“ ვარაუდობს, რომ ტურისტები წელს ომანით, ლანგკავით (მალაიზია), მადაგასკარით, შრი ლანკათი, ტრინიდადი და ტობაგოთი, აიდაჰოთი, იორდანით, აარუსით (დანია) და კოლუმბიით დაინტერესდებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები