LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 რამ, რაც გაღვიძებისას არასოდეს უნდა გააკეთოთ

115

ჩვენ შევკრიბეთ 7 ჩვევა, რომელიც ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ესაა თვისებები, რომლებსაც ადამიანები ავლენენ გაღვიძებისთანავე, თუმცა, აღმოჩნდა რომ ეს მავნე ჩვევებია:

 არ წამოწვეთ

გაღვიძებისას ხელახლა წამოწოლამ შეიძლება ძილი შეგიბრუნოთ, რაც უკვე იმის გარანტიაა, რომ დღის მანძილზე ნახევარზე მეტი ენერგია დახარჯული გაქვთ. ადამიანი ყველაზე მოტივირებული და შრომისუნარიანი  დილითაა.  შესაბამისად ძილის შებრუნება უფრო ღრმა ძილის ფაზას იწვევს და ნაკლებად პროდუქტიულს გხდით.

არ დალიოთ ყავა

ადამიანის ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელსაც კორტისოლი ქვია. სწორედ ეს ჰორმონი იწვევს ადამიანში სიფხიზლის შეგრძნებას. როგორც ცნობილია, ყავა შეიცავს დიდი დოზით კოფეინს, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. ასევე კოფეინი ასუსტებს ზემოთხსენებული ჰორმონის მოქმედებას და ადამიანს სამუდამოდ დამოკიდებულს ხდის ყავაზე. რეკომენდებულია ყავა მიირთვათ 10:00 საათის შემდეგ

არ შეამოწმოთ მეილი

როგორც წესი, მეილების დილიდან შემოწმებისას თავს გახსენებთ წინა დღის დაუსრულებელი საქმეები. ეს უკანასკნელი ადამიანებში რეტროსპექტიულ ფობიას იწვევს ანუ შიშსს, რომ რაღაც არ გამოვიდა.

ნუ დაკარგავთ დროს არასერიუზულ გადაწყვეტილებებზე

ფეისბუქის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ სამსახურში ყოველდღე ერთი მაისურით დადის. ამით ის თავიდან იცილებს მარადიულ კითხვას, რა ჩავიცვა. ამიტომ უკეთესია, ეს დრო უფრო ნაყოფიერ საქმეს დაუთმოთ, ვიდრე უაზროთ ხარჯოთ ის არაფრისმომცემი გადაწყვეტილებების განხილვაში.

istock-57820544-medium

არ იფხიზლოთ ღამით

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ორგანიზმი საათია. დაბინდებისას ის სპეციალურ ჰორმონს, მელატონინს გამოიმუშავებს რომელიც ძილიანობის შეგრძნებას იწვევს.

არ იტრიალოთ ლოგინში დიდხანს

მართალია გაღვიძებისთანავე საწოლიდან ადგომა რთულია, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. სამაგიეროდ ის არაფრისმომცემი დრო, რომელსაც ლოგინში ატარებთ, შეგიძლიათ დაუთმოთ ვარჯიშსს. ბოლო დროის კვლევები აჩვენებს, რომ ვარჯიში საუზმემდე წონის კლების საუკეთესო საშუალებაა.

 დაიწყეთ დილა მთავარი საქმით

კიდევ ერთი საინტერესო კვლევის შესახებ გიამბობთ, რომელიც ამტკიცებს, რომ დილიდან დაწყებული საქმე უფრო კარგად გამოდის. აღმოჩნდა, რომ სტატისტიკურად ის საქმეები, რომლებიც დილიდან იგეგმება, უფრო წარმატებით სრულდება. ასე რომ სპეციალისტების რჩვეაა, პრიორიტეტული საქმეების მოგვარება დილიდანვე დაიწყოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები