LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ საქართველოდან პირველი ფრენა შეასრულა

105

Air Arabia Jordan-მა ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა. იორდანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ სამშაბათსა და პარასკევს, აირბას A320 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს.

Air Arabia Jordan-ის ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ღონისძიებას, საქართველოს ელჩი იორდანიაში, ავიაკომპანია Air Arabia Jordan-ის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის, აეროპორტების გაერთიანების, „საქაერონავიგაციისა“ და ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა დაესწრო.

დაბალბიუჯეტიანი Air Arabia Jordan არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია „Air Arabia”-ს 2015 წელს შეუერთდა.

Air Arabia რეგულარულ ფრენებს შარჯას მიმართულებით თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 2016 წლის ზაფხულიდან ახორციელებს.

პოპულალურები