LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალისია ვიკანდერი თეთრ ჰაეროვან კაბაში „ვოგის“ წვეულებაზე (ფოტო)

85

ალისია ვიკანდერი ბრიტანული „ვოგის“ წვეულების საპატიო სტუმარი გახლდათ. ივენთი ლონდონში გაიმართა და მას უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო. სტუმრებს კი პირადად გამოცემის რედაქტორი ედუარდ ენინსფული მასპინძლობდა. ვიკანდერი ბრწყინავდა თეთრი ფერის კოქტეილის კაბაში, რომელიც მსახიობმა „ხლოეს“ გაზაფხულ-ზაფხულის 2018 წლის კოლექციიდან შეარჩია. ცნობილ სახეებს შორის ღონისძიებას ასევე ნაომი ჰარისი და კეიტ მოსიც ესწრებოდნენ.

ალისია ვიკანდერმა ცოტა ნის წინ  „ლუის ვუტონის“ ახალ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ბრენდმა ოსკაროსან მსახიობს ახალი საკრუიზო კოლექციის რეკლამირება მიანდო, რომლის ფოტოებიც პატრიკ დემარშელიემ გადაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები