LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალია სამუშაო ვიზებს ამკაცრებს

131

ავსტრალია, სამუშაო ვიზების გაცემას შეაჩერებს მათთვის, ვინც სწრაფი კვების ინდუსტრიაშია დასაქმებული. – ამის შესახებ ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრმა პიტერ დუტონმა განაცხადა.

2012 წლიდან მოყოლებული 500–ზე მეტ უცხოელ “სტაფის” წევრს მიენიჭა სამუშაო ვიზა. აქედან 457 McDonald’s–ში, KFC–ში და Hungry Jack’s–შია დასაქმებული.

გამოცდილი პირის სამუშაო ვიზა განკუთვნილი იყო ავსტრალიაში სამუშაოხელის დეფიციტის შევსებისა და ის ვრცელდებოდა ოჯახის წევრებზეც.

თუმცა, პიტერ დუტონმა განაცხადა, რომ ახლა ავსტრალიელების სამუშაო ადგილები უნდა დაიცვან.

“უპირატესობა უნდა მიენიჭოს ავსტრალიელებს, განსაკუთრებით კი ადგილობრივ ახალგაზრდებს”, – განაცხადა დუტონმა. 

თუმცა, მანვე დასძინა, რომ გამონაკლისის შემთხვევაში, გამოცდილ კადრებზე, ვიზები მაინც გაიცემა.

 

თამთა უთურგაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები