LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბადაგონის“ ირგვლივ აჟიოტაჟმა ხელი შეუშალა დისტრიბუტორთან ურთიერთობას

112

კომპანია „ბადაგონის“ ირგვლივ განვითარებულმა გარკვეულმა აჟიოტაჟმა ხელი შეუშალა დისტრიბუტორთან ურთიერთობას, საგამოძიებო მოქმედებებს ამ პროცესზე გავლენა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ აცხადებს.

მისივე თქმით, საკითხზე კომუნიკაცია საწარმოს ამჟამინდელ მფლობელთან დღეს დილით ჰქონდა.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თბილისის სათაო ოფისი დროებით გადაინაცვლებს რეგიონში, სადაც კომპანიას გააჩნია ორი საწარმო. მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი კომპანიის ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს კომპანიასა და დისტრიბუტორებს შორის არსებული ურთიერთობები. ჩვენი მხრივ, მნიშვნელოვანია, მოხდეს დაკვირვება იმ პროცესზე, რომ სახელმწიფო უწყების მოქმედებამ ხელი არ შეუშალოს საწარმოს ჯანსაღ ფუნქციონირებას. ეს არის ჩვენი მონიტორინგის მთავარი საფუძველი. კომპანიის ირგვლივ განვითარებულმა გარკვეულმა აჟიოტაჟმა ხელი შეუშალა დისტრიბუტორთან ურთიერთობას, საგამოძიებო მოქმედებებს გავლენა ამ პროცესზე არ აქვს,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ და დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესომბუდსმენის აპარატი „ბადაგონის“ საკითხს აქტიურ მონიტორინგს უწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები