LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის აეროპორტში რიგების გამო, მგზავრებს რეისებზე აგვიანდებათ

128

ბათუმის აეროპორტში რიგების გამო, მგზავრებს რეგისტრაციაზე აგვიანდებათ.

როგორც სოციალურ ქსელში ვასო ურუშაძე წერს, ავიაკომპანიები ცდილობენ დაგვიანებული მგზავრები არ დატოვონ, თუმცა შეზღუდულია ლოდინის რეჟიმიც.

“ბათუმის აეროპორტი ამ წუთებში

სოფლის აეროპორტი N2, მოგეხსენებათ N1 თბილისშია. ხედავთ თუ რა მდგომარეობაა, გაუთავებელი რიგების გამო მგზავრებს აგვიანდებათ რეგისტრაციაზე, ხდება ფრენების შეფერხება, ავიაკომპანიები ცდილობენ არ დატოვონ მგზავრები, თუმცა ლოდინის რეჟიმიც შეზღუდულია”, – წერს ვასო ურუშაძე.

“ფორტუნამ” შეფერხებისა და რიგების მიზეზის გარკვევა აეროპორტების გაერთიანებაში სცადა, თუმცა უშედეგოდ. კითხვაზე პასუხი, ამ დრომდე არ მიგვიღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები