LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოდიშს გიხდით პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებისთვის – თამაზ მეჭიაური

86

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური საზოგადოებას გუშინდელ პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვების გამოყენებისთვის ბოდიშს უხდის.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაძირალამ უნამუსობის ყველა ზღვარს გადააჭარბა, ყველას ბოდიშს გიხდით პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებისთვის. ნერვები ვერ მოვთოკე… p.s. წინასწარ არ ვიცოდი, რომ ამ შოუს მოწყობას აპირებდნენ, მიწვეული ვიყავი არჩევნების შედეგებზე სასაუბროდ, ოღონდ არა ამ არსებასთან“, – წერს მეჭიაური Facebook-ში.

უცენზურო სიტყვები თამაზ მეჭიაურმა გუშინ, ”არჩევანის” ეთერში დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მიმართ გამოიყენა.

“ზაქარია ქუცნაშვილი სულელია, ნაბიჭვარია ეგ… ეგ კურდღელი მთლიელობას რომ იბრალებს, რისი მთიელია ეგ წარაკუა. იმდენ ადამიანს დააბრალა რაღაცეები, მაგას საერთოდ აღარ შემოუშვებენ თიანეთში“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები