LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბომბორამ” პურის წარმოება დაიწყო

211

საკონდიტრო ”ბომბორამ“ პურის წარმოება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურმა მენეჯერმა მაკა ხარაზიშვილმა განუცხადა, კომპანიამ პურის წარმოებისთვის უახლესი, თანამედროვე დანადგარები უცხოეთიდან ჩამოიტანა და ამ ტექნიკით აბაშის საწარმო აღჭურვა.

”მოგეხსენებათ, 2 საწარმო გვაქვს – ერთი აბაშაში, რომელიც დასავლეთ საქართველოს ამარაგებს ჩვენი პროდუქციით, მეორე კი – თბილისში, რომელიც აღმოსავლეთ საქართველზეა ორიენტირებული. პურის წარმოება ამ ეტაპზე მხოლოდ აბაშაში ხორციელდება და რეალიზაციაც, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში. ”ბომბორას” პური  აბსოლუტურად ნატურალურია და არ  შეიცავს ზედმეტ  დანამატებს”, – აღნიშნა ხარაზიშვილმა. მისივე ინფორმაციით, მომხმარებელმა ახალი პროდუქტი საკმაოდ კარგად მიიღო და მისი გაყიდვა არ ჭირს.

”თუ ”ბომბორას” პურზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა,  არ არის გამორიცხული, მისი წარმოება თბილისშიც დავიწყოთ და აღმოსავლეთ საქართველო ავითვისოთ”, – განაცხადა კომპანიის ფინანსურმა მენეჯერმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თბილისის საწარმოში, გაფართოების მიზნით,  მცირე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

საკონდიტრო ”ბომბორა“ 2010 წელს დაარსდა და ის 30-მდე დასახელების ტკბილეულს აწარმოებს. ამ დროისთვის კომპანია 2 საწარმოს ფლობს – თბილისში და აბაშაში. ჯამში საკონდიტროში 50 ადამიანია დასაქმებული. მისი ნაწარმის  დისტრიბუცია  კი მთელი  საქართველოს  მასშტაბით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები