LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის ფან-ზონაში ათასობით ადამიანი დაშავდა

39

იტალიის ქალაქ ტურინში, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ყურების დროს ამტყდარი ჩხუბის გამო ათასობით ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ფრანს პრესი” ავრცელებს.

სან კარლოს მოედანზე დაახლოებით, 20 000 ადამიანი ადევნებდა თვალს მიმდინარე ჩემპიონატს.

იუვენტუსის კარში, რეალის მესამე გოლის შემდეგ, ერთ-ერთმა ფანმა მაშხალა ააფეთქა, რამაც პანიკა და ჭყლეტვა გამოიწვია. ხალხი მოედნიდან გაიქცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოხდა ჩხუბიც, თუმცა რატომ უცნობია.

ინციდენტის შედეგად ათასობით ადამიანი დაშავდა. 7 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის 4 ბავშვია.

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. სამეფო კლუბმა, ფინალურ შეხვედრაში, ტურინის „იუვენტუსი“ ანგარიშით 4-1 დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები