LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვართ ბევრნი და 1 ლარად თბილისის არ დავუთმობთ – ზაალ უდუმაშვილი

107

თბილისის საკრებულოსთან ვითარება შედარებით განიმუხტა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სამართალდამცავებს მოსთხოვა, განემარტათ, რის საფუძველზე არ აძლევენ პარლამენტის დეპუტატებს საკრებულოს შენობაში შესვლის უფლებას.

რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, მიმართა.

უდუმაშვილის თქმით, საკრებულო დღეს უკანონო გადაწყვეტილებას იღებს და “ნაციონალური მოძრაობა” ამის საშუალებას არ მისცემს.

„ჩვენ უფრო მეტი და მეტნი ვიქნებით, ეს გაგრძელდება, ვიდრე საკრებულოს გადაწყვეტილება არ შეჩერდება და თბილისი არ დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს. ფორსმაჟორში აკეთებენ ყველაფერს, რომ ბატონს არ აწყენინონ, ეს არის მონური მორჩილება თავისი ბატონისადმი. ჩვენ დავასრულებთ ამას, არ დავუშვებთ ამას, ეს არის თბილისელების თავმოყვარეობის საქმე, რომ პუშკინის სკვერი არ წაიღონ და გარაჟი არ გაიკეთონ. ტყუილები, მოუყვეს თავის ცხოველებს ზოოპარკში. ჩვენ დავიცვათ პუშკინი სკვერს. ჩვენ ვართ ბევრნი და 1 ლარად თბილისის არ დავუთმობთ,“ – განაცხადა უდუმაშვილმა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები