LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადგენილია იმ შესაძლო პირთა წრე, ვისგანაც შეიძლება, შეეძინა ციანიდი ან იარაღი – პროკურორი

69

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა შორენა თეთრუაშვილის მოკვლის მიზნით შეიძინა ციანიდი და, ასევე, უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, სახელმწიფო ბრალდებას აქვს მოლოდინი, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა. პროკურორის შეფასებთ, ეს ერთადერთი ლოგიკური და კანონიერი გადაწყვეტილება იქნება.

პროკურორმა განცხადებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები იმის დასადგენად, თუ ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი, ჰყავდა თუ არა თანამზრახველები, ასევე, ვისგან შეიძინა მან ცეცხლსასროლი იარაღი. დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეცნობება“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

პროკურორის თქმით, გამოყოფილ საქმეზე დადგენილია იმ შესაძლო პირთა წრე, ვისგანაც შეიძლება, შეეძინა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი ან ცეცხსასროლი იარაღი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები