LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნის საკითხში უკრაინას ილია მეორისა და ქართული ეკლესიის მხარდაჭერის იმედი აქვს

81

უკრაინული მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის საკითხში უკრაინას უწმინდესი პატრიარქის, ილია მეორისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის იმედი აქვს.

უკრაინის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეი პარუბიმ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პატრიარქი და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინისა და ყველა უკრაინელის სურვილს, უკრაინული მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე ამ იდეას სრული მხარდაჭერა აქვს და ასევე ვიმედოვნებ, რომ ამ იდეას მხარს პატრიარქიც დაუჭერს“, – აღნიშნა ანდრეი პარუბიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები