LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა ჩაიშალა

45

მამა გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცესი ჩაიშალა. როგორც საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს, ექიმები ადასტურებენ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელია და უსაფუძვლოდ ჩაიშალა პროცესი.

მისი თქმით, ბრალდებული ამ გზით ცდილობს დაკითხვას თავი აარიდოს.

ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებულმა დღეს გამომძიებლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და დაკითხვის პროცესი უკვე მესამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით ჩაშალა.

საპირისპიროს ამტკიცებენ ადვოკატები. გიორგი ფანცულაიას თქმით, მამა გიორგი მამალაძე შეუძლოდ იყო, ნორმაზე დაბალი ტემპერატურა (35.4) და წნევა ჰქონდა, ჩაიკეცა რამდენჯერმე და ჰქონდა პირღებინება. შესაბამისად, დაკითხვის პროცესში მონაწილეობა ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები