LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცნაური განცხადებები გააკეთა“ – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იუსტიციის მინისტრის სასამართლოში დაკითხვას ითხოვს

136
Untitled design

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, სასამართლოში მოწმის სახით იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს.

შალვა ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებებს ეხმიანება და ამბობს, რომ პატიმართან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხები იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ეკისრება:

„ვხსნით ყველა მოწმეს. დავკითხავთ მხოლოდ ბატონ ურთმელიძეს და მოვითხოვ იუსტიციის მინისტრის დაკითხვას.

უცნაური განცხადებები გააკეთა – „ადვოკატები აძალებენო“ და საზღვარი აქვს ყველაფერს. საიდან აქვს ამ ადამიანს ეს ინფორმაცია. აცხადებს, რომ სააკაშვილი არ ჭამს, ვერ ჭამს კი არა, არ ჭამს. მაშინ, მას აქვს რაღაც ინფორმაცია და მოვიდეს სასამართლოს მოახსენოს ამის შესახებ, მოწმეა ჩვეულებრივი.

მოქმედი კანონმდებლობით, პატიმართან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხები იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ეკისრება.

რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს, მაგრამ მე უნდა დავაყენო შუამდგომლობა“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

“მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს” – რატი ბრეგაძე

“რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას, მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც” – ბრეგაძე ზელენსკიზე

პოპულალურები