LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას, მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც” – ბრეგაძე ზელენსკიზე

147
BeFunky-collage - 2023-02-01T213115.018

როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოში არაადამიანური მოპყრობა და წამება წარსულს ჩაბარდა.

„ამ განცხადების პასუხად შესაძლოა, ითქვას ერთი რამ, რომ საქართველოში არაადამიანური მოპყრობისა და წამების პრაქტიკა, მათ შორის მაშინ საქართველოს მოქალაქის, ამჟამად კი უკრაინის მოქალაქის, რომელიც მთელი ამ სისტემის სათავეში იდგა, ჩაბარდა წარსულს. ეს იყო საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი.

ჩვენ ყველამ, ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მომავალმა თაობებმა ამ მძიმე და სამარცხვინო ისტორიის ტვირთი უნდა ვზიდოთ. როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და ამაზე ათეულობით განაჩენი არის დამდგარი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი.

ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვიკავებთ თავს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული უსამართლო შეფასებების კომენტირებისგან, ვინაიდან ეს სახელმწიფო იმყოფება ომში, ამის შესახებ ადრეც ვთქვით. რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე. ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც არ უნდა იყოს ეს, ვინც არ უნდა თქვას, ეს არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება.

სწორედ ევროპული, დასავლური სტანდარტი გულისხმობს, რომ ყველა განცხადება, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული, უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. არც ერთ მტკიცებულებას არ ეფუძნება ეს განცხადება და შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არ იქნება მისაღები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

“მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს” – რატი ბრეგაძე

მიხეილ სააკაშვილი: მე საქართველოს მივეცი ჩემი ცოდნა, მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ

ნევროლოგი: თუ მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამზე ქვემოთ ჩამოვა, მოკვდება

ვოლსკი სააკაშვილზე: „თუკი ვაჟკაცია, დამსახურებულ სასჯელს გაუძლოს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს“

დავით არახამიამ გადმომცა ფოტოები.. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება: ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g