LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტ ჰაშქაჯის მკვლელობის ფონზე საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიწოდება შეუძლებელია – ანგელა მერკელი

88

ჟურნალისტ ჯამალ ჰაშქაჯის მკვლელობის ფონზე საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიწოდება შეუძლებელია, აგანაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

„საუდის არაბეთისთვის შეიარაღების ექსპორტი, რომელიც ისედაც შეზღუდულია, ასეთ პირობებში ვერ განხორციელდება,“ – აღნიშნა მერკელმა.

ანგელა მერკელმა დაგმო ჟურნალისტის მკვლელობა და ამაში დამნაშავე პირების პასუხისმგებაში მიცემა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს საუდის არაბეთმა გერმანიისგან 530 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღება შეიძინა, 2017 წელს კი ეს თანხა 249 მილიონ ევრომდე შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები