LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი და ტერეზა მეი მიიჩნევენ, რომ ბირთვული შეირაღების გაუმჯობესებაზე ვლადიმერ პუტინის განცხადება უპასუხისმგებლოა

83

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება რუსეთის სტრატეგიული ბირთვული არსენალის გაუმჯობესების თაობაზე, უპასუხისმგებლოა, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სატელეფონო საუბარში განაცხადეს.

თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებით, მხარეები სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ „რუსეთის პრეზიდენტის უკანასკნელი განცხადებები ბირთვული შეიარაღების გაუმჯობესებაზე უპასუხისმგებლოა“.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა და ტერეზა მეიმ სირიაში არსებული ვითარება განიხილეს.

„ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ სირიის რეჟიმმა და მისმა რუსმა და ირანელმა სპონსორებმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #2401, რომელიც სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს“, – აღნიშნეს თეთრ სახლში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები