LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მინდა, ოპოზიცია ბოღმით არ დაიხრჩოს და ახალ წლამდე მიაღწიოს – კახა კალაძე

89

„ძალიან მინდა, ოპოზიცია ბოღმით არ დაიხრჩოს და არ მოკვდეს და მიაღწიოს ახალ წლამდე,”- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე, ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებულ საახალწლო განათებებს ნაწილები სცვივა.

“კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, წლევანდელი თბილისი იქნება საუკეთესოდ განათებული. მე მესმის, რომ ეს პარტიულ ტელევიზიას და გაკოტრებულ პარტიას არ სიამოვნებს, მაგრამ ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია საზოგადოება, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხი. შესაბამისად, თბილისი არის კმაყოფილი და გაძლევთ პირობას, რომ ის იქნება საუკეთესოდ განათებული. თუმცა, მომავალ წლებში უფრო უკეთესი იქნება, რადგან დრო იყო ძალიან ცოტა. სულ რაღაც ერთი თვეა დავიწყეთ მუშაობა, რაც მოვახერხეთ, ეს იყო“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები