LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. „ციანიდის საქმის“ დახურული სხდომის ოქმები არაუფლებამოსილი პირების ხელში მოხვდა – ირაკლი ფირცხალავა

62

ირაკლი ფირცხალავას ინფორმაციით, ე.წ. „ციანიდის საქმის“ დახურული სხდომის ოქმები არაუფლებამოსილი პირების ხელში მოხვდა. როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, მას ციხეში მიუტანეს სასამართლოს სხდომის ოქმები, რომელმაც ციხის თანამშრომლების ხელში გაიარა. ფირცხალავას თქმით, ოქმების გასაჯაროვებისთვის პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს და ჟურნალისტებს გამოკითხვაზე დაატარებენ, რეალურად კი პროკურურორები არაუფლებამოსილ პირებს აძლევენ დახურულ ოქმებს.

თავის მხრივ, პროკურორმა ლაშა ფანჩულიძემ აღნიშნა, რომ ფირცხალავას ე.წ. „ციანიდის საქმის“ დახურული სასამართლო სხდომის მხოლოდ ერთი ოქმი გადაეცა, რომელშიც მხოლოდ მისი დაკითხვაა დაფიქსირებული. მისივე თქმით, სხვა ოქმები ფირცხალავას ბრალდების საქმეში არ დევს. ამის საპასუხოდ ფირცხალავამ განაცხადა, რომ 5 დისკი ინახებოდა ციხის ერთ-ერთი თანამშრომლის კაბინეტში, რომელიც დახურული სხდომის ოქმები იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები