LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობოებს ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს

52

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას  ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას ჩააყენებს საქმის კურსში რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ ანექსიის თაობაზე.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამთელი რეგიონის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევაზე პასუხია და ქვეყანაში მიმდინარე  ღიადდა აშკარად გამოხატულ ანექსიას შეეხება.

ვხედავთ, რომ რუსეთი სრულ სამხედრო მობილიზაციას ამზადებს საქართველოს და უკრაინისწინააღმდეგ თავდასხმითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რითაც საფრთხეს უქმნისშავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოებას და ამ დროს,  ხელისუფლებას ქმედითი პასუხი არ აქვს.  იმ მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ საერთაორისო ორგანიზებს მიმართავს, რათამათ რუსეთის ქმედებებს შეფასება მისცენ.

ვფიქრობ, დროა, რუსეთის აგრესიას ქართული საზოგადება, მთლიანად ოპოზიციურიპოლიტიკური სპექტრი დაუპირისპირდეს.

სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს საპარლამენტო დაარასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადეობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომერიანად შევიმუშავოთ პოზიცია და მიმართვა საერთაორისო თანამეგობრობისთვის.

ესაა განსაკუთრებით მნიშველოვანი, რადგან ვხედავთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზესაქართველოს ოკუპაციის, ღია და აშკარა ანექსიის პროცესი მივიწყებას ეცემა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია დაარასამთავრობო ორგანიზაცია,  ჩვენთან ერად, ხმას მიაწვდენ საერთაშორისოთანამეგობრობას და მოუწოდებენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკურიბერეტების ასამოქმედებლად,“ – განაცხადა სამადაშვილმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები